პრემიერი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი გაძლიერების პერსპექტივა. ეს საკითხები პრემიერ-მინისტრმა და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა განიხილეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას. ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. გარდა ამისა, საუბარი შეეხო იმ პოზიტიურ როლს, რომელიც შეუძლია საქართველოს შეასრულოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე და ლეო დოქერტის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
