რუსთავში განხორციელებული პროექტები
2 წელი რუსთავის ახალი განვითარებისთვის. ქალაქის მერმა 2022-2023 წლებში რუსთავში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარმოადგინა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, მუნიციპალური სერვისის რეფორმა და რეფორმებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებებით დატვირთული ორი წლის შედეგები ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობას თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად გააცნო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, 2022-2023 წლებში რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 მილიონი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
