საარჩევნო ბარიერი
საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით პოლიტიკური სპექტრში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზე ელჩმა ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ქვეყნები ინდივიდუალურად წყვეტენ იმას, თუ რა ბარიერის პირობებში ჩატარდება არჩევნები. დიპლომატის განცხადებით, არჩევნებს აზრი აქვს მაშინ, თუ ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია. მისივე თქმით, იმ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ბევრი პარტიაა წარმოდგენილი, წინსვლა რთულია. ამ საკითხზე განსხვავებული შეფასებები კეთდება ოპოზიციაში, ნაწილს მიაჩნია, რომ ორ ან სამ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ოპტიმალური გამოსავალი იქნება, ნაწილი კი გარკვეულ რისკზე საუბრობს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი თქმით, ბარიერის თემა ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია.
