ენერგოუსაფრთხოების კონფერენცია ლონდონში
ლონდონი ელჩების მონაწილოებით მასშტაბურ კონფერენციას მასპინძლობს. სტუმრებს შორისაა ბრიტანეთში საქართველოს ელჩი, დაგეგმილია სოფიო ქაცარავას სიტყვით გამოსვლა. აქცენტი კეთდება ენერგოუსაფრთხოებასა და ევროპაში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის კაბელის მნიშვნელობას. ლონდონშია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრების შემადგენლობით, რომლებიც მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავენ.
