დავითგარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაიკითხა. ზურაბ ნოღაიდელმა 2005 წელს გამართული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიხსენა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი იხსენებს, რომ სხდომაზე იყო კატეგორიული მტკიცება, რომ ტერიტორიები, მათ შორის ქართული მონასტრები, აზერბაიჯანის იურისდიქციას განეკუთვნებოდა.ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, მთავარი პირი იმ პერიოდში იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოზე საკითხები არ მიიღებოდა სააკაშვილის გარეშე. ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს რომ ნოღაიდელი ცრუობს, ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პროკურატურის პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა.
