სააკაშვილი ზურაბიშვილს შეწყალებას სთხოვს
ყველაფერი, მათ შორის პოეზია და არაფერი 7 ნოემბრის შესახებ. ასეთია დღევანდელი პროცესის მოკლე შეჯამება. სააკაშვილმა სასამართლო პარტიის მომავალზე მსჯელობისთვისაც გამოიყენა, მეტი ეფექტისთვის მხარდამჭერების პოეზიით მოხიბვლაც სცადა. მაგრამ დიდ პოლიტიკაში ფიზიკურად და როგორც თავად თქვა, შვილებთან დასაბრუნებლად, ჯერ პალატიდან უნდა გავიდეს, სადაც საპატიმროს ნაცვლად, ამ დრომდე რჩება. მონოლოგი პრეზიდენტისთვის შეწყალების შესაძლებლობის შეხსენებით დასრულდა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
