პარლამეტში მომხდარი ინციდენტი "ქართული ოცნების" ლიდერებმა შეაფასეს
რამდენიმე კვირის წინ, პარლამეტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც პოლიტიკური განცხადებები ხმაურსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დღეს “ქართული ოცნების” ლიდერებმა შეაფასეს. მათი განცხადებით, ქალი დეპუტატები ეთიკურ ნორმებს ხშირად თავად არ იცავენ, უმარვლესობის წევრებს შეურაცხყოფას აყენებენ, საპასუხო კომენტარების შემდეგ კი მათ ძალადობაში ადანაშაულებენ. მმართველი პარტიის ლიდერები, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს ურჩევენ ორმაგი სტანდარტით ნუ მოქმედებენ.
