იტალიის ქალაქ ტურინში გამართული წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა
იტალიის ქალაქ ტურინში გამართული წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან იტალიელი იანიკ სინერი ორ სეტში, 6-3, 6-3 დაამარცხა და კარიერაში 98-ე ტიტული მოიგო.
