შერმადინის 14 ქულა ლიგა ენდესაში
ესპანეთის ლიგა ენდესას მე-10 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო“ ტენერიფემ პალენსია 92:71 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა კი კარგი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების წევრმა 22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 34 წლის ცენტრმა 9-დან 7 2-ქულიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო კი ააცილა. ტენერიფე 5 მოგებით და 5 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 26 ნოემბერს, სტუმრად „გრან კანარიასთან“ ჩაატარებს.
