„თელ-ავივ ჰიტი“ 27:29 „შავი ლომი“
რაგბი ევროპის სუპერ თასზე „შავმა ლომმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლევან მაისაშვილის გუნდი კვიპროსში „თელ-ავივ ჰიტს“ შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 29:27 დაამარცხა. მაისაშვილის გუნდი რაგბი ევროპის თასის ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა და ფლეი ოფის შეხვედრას 2 ან 3 დეკემბერს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავს.
