U19: საქართველო ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდშია
საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ტურის შეხვედრაში მოლდოვას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ჩვენი ქვეყნის გუნდიდან დუბლი ლუკა შეროზიამ შეასრულა. ამ მოგებით, საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის საგზური გაინაღდა. ვასილ მაისურაძის გუმდმა 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველობისთვის ბოლო ტურში ესპანეთთან იბრძოლებს. მატჩი 21 ნოემბერს გაიმართება.