თბილისის საერთაშორისო თასი კენდოში
საქართველოს კენდოს ფედერაციის ორგანიზებით, კენდოში თბილისის საერთაშორისო თასი გაიმართა. ტურნირზე 7 ქვეყნის 20-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. გარდა შეჯიბრისა, ღონისძიება სემინარის სახესაც ატარებდა. ტურნირის გამარჯვებულები, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა დააჯილდოვა.
