„ევროპალია საქართველო“
ბრიუსელში ფესტივალზე „ევროპალია საქართველო“ ანსამბლ „დიდგორის“ სოლო კონცერტი გაიმართა. საღამოზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები და ტრადიციული საეკლესიო საგალობლები. კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
