მთავრობის ინიციატივა
პარლამენტის ბიუროს, ხვალინდელ სხდომაზე, მთავრობის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება. პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები განათლების და მეცნიერებისა სამინისტროს გადაეცემა.
