ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
ერევანში დაწყებულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა დაეთმო საქართველოს მიმართ რუსულ აგრესიას და ოკუპირებულ ტერიტორიებს. სხდომაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება და ქვეყნის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პარალელურად აღინიშნა რეგიონში სამშვიდობო მოლაპარაკებებში საქართველოს როლი. ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ხელმძღვანელები გამოვიდნენ.
