ვიქტორ ორბანის განცხადება
უნგრეთმა უნდა უთხრას „არა“ ევროპის ბრიუსელის მოდელს. აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი. „ჩვენ უნდა ვთქვათ „არა“, რადგან ის არა მდგრადია, მას მომავალი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ბრიუსელი ანადგურებს ევროპას“,- აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ორბანმა თქვა, რომ მათ არ უნდა დატოვონ ევროკავშირი, არამედ უნდა შეცვალონ და ეს შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბრიუსელში რადიკალური ცვლილებები მოხდება.
