გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეხმიანება რაჭის ტყეების თემას და განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ტყუილია, რომ თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა. რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას ხუთ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. წერია განცხადეაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს.
