საარჩევნო ბარიერი და ოპოზიცია
მმართველ გუნდში, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად გაცოცხლებულ თემას უწოდებენ. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, რადიკალები რევოლუციური გეგმების გარეშე დარჩნენ და ახლა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხით, სპეცულაციების მოწყობას ცდილობენ.
