სალომე ზურაბიშვილი უკვე ბიძინა ივანიშვილსაც დაუპირისპირდა
სალომე ზურაბიშვილი სულ უფრო უახლოვდება „ნაციონალური მოძრაობის“ თანამოაზრეთა კლუბში გაწევრიანებას, ასე განმარტავს ხელისუფლება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილზე იერიშის მიტანის გამო. მმართველ გუნდში ოპოზციის ამ გარემოში მოსახვედრი გზა უკვე კარგად შესწავლილი აქვთ. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი სწორედ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმით იწყება. ხელისუფლება ახლა ამ ახალი თანამშრომლობის გაოფიციალურებას ელის. თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ კი პრეზიდენტის განცხადებებმა მორიგი იმედი გაუჩინა, რომ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეწყალებს. დანარჩენებისთვის კი ეს იმედი პოლიტიკურ გეგმებთან ასოცირდება
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
