თელავის მუნიციპალიტეტში, ნაურდლის სარწყავი სისტემისა და წყალგამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წყაუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. თელავის მუნიციპალიტეტში, ნაურდლის სარწყავი სისტემის I, II და III რიგის წყალგამანაწილებელი არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 15 კმ-მდე სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა
