ისრაელი ღაზაში საწვავის შეტანას დათანხმდა
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას „ჰამასის“ განადგურებამდე არ აპირებს, მძევლების ადგილსამყოფელის მოძიებას ცახალი ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიწისქვეშა თუ მიწისზედა ინფრასტრუქტურის განადგურების პარალელურად ინტენსიური ოპერაციის ფარგლებში განაგრძობს. თუმცა ღაზის სექტორში აუცილებელი საჭიროებისთვის საწვავის შეტანის მოთხოვნას თანხმდება. ცნობილია, რომ შტატებთან შეთახნმების მიხედვით ისრაელი ღაზის მიმართულებით დღეში 140 ლიტრ საწვავს გაატარებს
