ახალგაზრდული დღე ახალციხეში
ახალციხეში „ქართული ოცნების“ ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით „ახალგაზრდული“ დღე გაიმართა. ღონისძიებაში ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მოეწყო სხვადასხვა სახის თემატური, შემეცნებითი და გასართობი აქტივობა. აღნიშნული ღონისძიება ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოებასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში მათი როლის გაზრდას ემსახურება
