გიორგი ამილახვარმა მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და სპეციალური პრიზები, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, გადასცა
