ცესკო სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა
„წლის საუკეთესო საარჩევნო ადმინისტრაცია“, „არჩევნების მართვა“ და „კონფლიქტების მართვა არჩევნებში“ - ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ცეკოს განმარტებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასეთი მაღალი დონის ჯილდოს მოპოვება ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა სწორად, სამართლიანად და გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს
