შეხვედრა აკადემიური წრის წარმომადგენლებთან
ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებასთან დაკავშირებით აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საგანმანათლებლო სფეროში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ისე კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანად განხორციელებაში. აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და დამსწრე საზოგადოებამ ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით ხელი მოაწერეს დეკლარაციას
