ევროკავშირის დეკემბრის სამიტი
ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს უკრაინის გაწევრიანების შესახებ შესაძლოა გადავადდეს. ამის შესახებ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო როიტერი იტყობინება. მათივე ცნობით დეკემბრის სამიტზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას „საფრთხე ემუქრება“. ამის ერთ-ერთ მიზეზად როიტერის წყარო უნგრეთის წინააღმდეგობას ასახელებს. სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, ამ თემას 2024 წლის მარტში მიუბრუნდნენ, როდესაც ევროკომისია საკუთარ შეფასებას წარმოადგენს იმის თაობაზე, შეასრულა თუ არა უკრაინამ დარჩენილი პირობები. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, არ არსებობს ერთიანობა უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხზე. „ლიდერები აცნობიერებენ, რომ ეს საკმაოდ ძვირია“ - აცხადებს როიტერის წყარო, რომელიც 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის მომზადებაშია ჩართული
