უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 31 წლის ნიკა გელენიძე ბახმუტთან იბრძოდა, ის ერთ-ერთი დაბომბვის დროს დაიღუპა. ნიკა გელენიძე აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. ჯერ უცნობია, როდის მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენება