სალომე ზურაბიშვილი უკვე ბიძინა ივანიშვილსაც დაუპირისპირდა
„ლე მონდში“ გამოქვეყნებული პრეზიდენტის ინტერვიუ, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია აქტუალობას არ კარგავს. მმართველ პარტიას პრეზიდენტის განცხადების აღარ უკვირს, ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ნაწილთან ერთად ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. პრეზიდენტის ინტერვიუს გზავნილები მოიწონეს ოპოზიციაში და თქვეს, რომ ზურაბიშვილმა ივანიშვილთან დაკავშირებით შეფასება დააგვიანა. „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“ - ეს პრეზიდენტის ინტერვიუს ნაწილია, რომელიც „ლე მონდში“ გამოყვეყნდა
