ეკონომიკური საბჭოს სხდომა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები განიხილეს. იმსჯელეს 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. სხდომაზე განიხილეს მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. პრემიერის თქმით, ათასამდე ასეთი ოჯახს მთავრობა ბინებს შეუძენს. პრემიერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრისგან კონკრეტული გეგმა მოისმინა. აღინიშნა, რომ პროგრამა მომავალი წლიდან დაიწყება და ჯამურად დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება