"ევროპელი სოციალისტების" სადავო ინიციატივა
მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ძველი, ეგრეთ წოდებული ლამინირებული პირადობის მოწმობითაც შეეძლებათ. ცვლილებები, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შედის, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ოპოზიცია გაყალბების რისკს ხედავს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ყველას პოზიციას და არგუმენტირებულ მოსაზრებას გაითვალისწინებენ, რათა ამომრჩეველმა საკუთარი კონსტიტუცური უფლების სრულად გამოყენება შეძლოს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
