შედგება თუ არა „ლელოსა“ და გახარიას პარტიის ერთობა
შედგება თუ არა „ლელოსა“ და გახარიას პარტიის ერთობა? ორივე ეს პოლიტიკური ძალა საჯაროდ აცხადებს, რომ გაერთიანება არ სჭირდებათ, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში ამის შესახებ არაერთხელ თქმულა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს ორივე ძალა ისედაც ერთია და არ აქვს მნიშვნელობა, ხაზარაძე-ჯაფარიძე-გახარიას ალიანსი ოფიციალური იქნება თუ არაოფიციალური, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგს და გზავნილებს დიდი ხანია მიჰყვებიან.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
