პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა
პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა. „ლე მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი პირველად, ოლიგარქად მოიხსენია. „დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“ - ამბობს ზურაბიშვილი. მის პოზიციას ამყარებს მისი ძმა ოთარ ზურაბიშვილიც, რომელიც წლებია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს, ღია მხარდაჭერას უცხადებს. განცხადებით კმაყოფილია ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ პრეზიდენტმა თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. მმართველი გუნდის შეფასებით კი, სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მთავარი და განსაკუთრებული როლი შეასრულა მის პრეზიდენტად არჩევაში.
