საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრებში, სხვადასხვა ქვეყნის 65 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, ონლაინ ფორმატით.
