თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტოკოლის კენჭისყრა გადადო
თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტოკოლის კენჭისყრა გადადო. საკითხზე კომისიაში დებატები უკვე დაიწყო. გავრცელებული ცნობით, შესაძლოა კანონპროექტი დღის წესრიგში მომავალ კვირას დაბრუნდეს, თუმცა განხილვის ზუსტი თარიღი უცნობია.
