უკანონოდ რეგისტრირებული სახელმწიფო მიწების ამნისტია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამნისტია გავრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
