სამოქალაქო პანაშვიდი
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა ნაწილს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ნაწილს კი ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 20 ადამიანის იდენტიფიცირებული ნეშტიდან 14 სამხედრო, 6 კი მშვიდობიანი მოქალაქეა. სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდიანრეობდა. დაღუპულთა ოჯახებს მთავრობის მეთაურმა და მინისტრთა კაბიეტის წევრებმა მიუსამძიმრეს. უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული ადამიანის ნეშტების ოჯახებისთვის დაბრუნება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა
