პრემიერ-მინისტრი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
„საქართველო მზადაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობაში მისი სატრანზიტო პოტენციალისა და მწვანე ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზით“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის დროს განაცხადა. საუბარი შეეხო გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. გარდა ამისა მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო დეკემბერში ევროკავშირის ლიდერებისგან საბოლოო, დადებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით
