ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი
„ვენეციის კომისია მზად არის, ყველანაირად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროკავშირისკენ არჩეულ გზაზე“ - ასეთია ვენეციის კომისიის გზავნილი საქართველოსთვის. დელეგაციამ შემაჯამებელი ბრიფინგი ცოტა ხნის წინ გამართა, მანამდე კი მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან და ოპოზიციის წარმოამდგენლებთან. განხილვის საგანი საარჩევნო სისტემა, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები, ასევე ანტიკორუფციული ბიურო იყო
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
