რუსეთმა ოკუპირებულ სოხუმს უფასო ელექტროენერგიაზე უარი უთხრა
რუსეთმა სოხუმს, ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე უარი უთხრა. ახლა იმისთვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩეს, ე.წ. მთავრობამ, 2 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს, ბიუჯეტში კი, ეს თანხა არ არის. ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, 5 ნოემბრიდან ოკუპირებულმა აფხაზეთმა ელექტროენერგიის რუსეთიდან მიღება დაიწყო. ენერგეტიკულ სფეროში, რომ რთული ვითარებაა, ამას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს. როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე ოკუპირებულ სოხუმს, 900 მილიონი რუბლი აქვს მოსაძიებელი
