ევროკავშირსა და საქართველოს შორის პირველი ენერგეტიკული დიალოგი დაიწყო
ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პირველი ენერგეტიკული დიალოგი დაიწყო. ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა, დიალოგის ფორმატში პირველი შეხვედრა გამართეს. როგორც აღინიშნა, ევროკავშირისა და საქართველოს მაღალი დონის ენერგეტიკულ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით
