ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. პია კაუმა, საოკუპაციო ხაზთან ვითარებას გაეცნო. ის სოფელ ოძისში ჩავიდა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მძიმე შედეგებზე ინფორმაცია მოისმინა, კერძოდ, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების უხეში დარღევევის ფაქტებს, უკანონო დაკავებებსა და თამაზ გინტურის მკვლელობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში, დევნილთა დასახლებაშიც იმყოფებოდა. პია კაუმა დღესვე პრეზიდენტს შეხვდა და ამით, თბილისში მისი ვიზიტი დასრულდება
