მეტროს ახალი მატარებლები
მასშტაბურ პროექტზე ისაუბრა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით მთავრობისა და თბილისის მერიის ერთობლივი გადაწყვეტილება გადაჭრის არა მარტო ექსპლუატაციიდან გამოსული მატარებლების პრობლემას, არამედ გაზრდილი მგზავრთნაკადის საკითხსაც. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება ბაზრის კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელი, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოური კომპანიებისთვის
