პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერმა თბილისის მერთან და ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რისთვისაც მერმა მადლობა გადაუხადა მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა. მოწოდება ეტაპობრივად მოხდება და მოძველებული მატარებლების ახლით ჩანაცვლება, მომდევნო 15 წლის განმავლობაში განხორციელდება
