ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი
დღეს ვენეციის კომისიის დელეგაცია პრემიერ-მინისტრს შეხვდება. დღის ბოლოს კი, გამართულ შეხვედრებს დელეგაცია ბრიფინგზე შეაჯამებს. პირველი შეხვედრა ვენეციის კომისიის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. ისინი ასევე შეხვდნენ უმრავლესობის ლიდერს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს. აუდიენცია გაიმართა პრეზიდენტთანაც. 15-16 დეკემბერს საქართველო ვენეციის კომისიისგან სამართლებრივ შეფასებას სამი მიმართულებით ელოდება. დასკვნა შეხეება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს უკავშირდება, ვენეციის კომისია ასევე შეაფასებს სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებით უკვე მიღებულ კანონებს
