იუსტიციის სახლის და გაეროს განვითარების ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამა გრძელდება
იუსტიციის სახლის და გაეროს განვითარების ერთობლივი თანამშრომლობის პროგრამა გრძელდება. ახალი შეთანხმების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.
