საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის მედიატორის როლში
„თბილისის პლატფორმა“ მისაღებია როგორც ბაქოსთვის, ისე ერევნისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში საქართველოს მიერ შუამავლის როლის შესრულებას. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ანალიტიკური-კვლევითი ცენტრის სტატიაში. პუბლიკაცია სათაურით, „საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლში გვევლინება“, 26-ს 27-დ ოქტომბერს თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ეძღვნება.
