საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ, უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის, ტყვედ აყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს და მიმართავს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად.
