უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.
