საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და დაუდასტურა საქართველოს სურვილი, გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეასთან. საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
