კანდიდატის სტატუსი და ოპოზიციის სპეკულაცია
რადიკალური ოპოზიცია, თუკი ევროკომისიის მიერ დასახელებულ ცხრა პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კი მუშაობაში ჩართვაზე, მზადყოფნას გამოთქვამს და ამბობს, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის ბოიკოტი შეცდომა იყო. მმართველი პარტია, ოპონენტების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრები სიტყვით ევროპელები არიან და საქმით კი ევროპის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
